„ლელო - ძლიერი საქართველო“: ჩვენთვის ალეკო ელისაშვილის დღევანდელი ქმედება მიუღებელი და გაუმართლებელია
პოლიტიკა

ფოტო: Facebook
ჩვენთვის ალეკო ელისაშვილის დღევანდელი ქმედება მიუღებელი და გაუმართლებელია, - ნათქვამია „ლელო- ძლიერი საქართველოს“ მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„ჩვენთვის ალეკო ელისაშვილის დღევანდელი ქმედება მიუღებელი და გაუმართლებელია. ალეკო ელისაშვილი არაერთხელ გამხდარა რეჟიმის მხრიდან უსამართლობისა და ძალადობის მსხვერპლი და მისი აღიარება დასტურია, რომ ეს არის რეჟიმის წინააღმდეგ ერთი ადამიანის თავგანწირული ქმედება. რეჟიმს არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ სისტემური ძალადობითა და უსამართლობით სასოწარკვეთილებამდე მიგვიყვანოს და უარი გვათქმევინოს ტირანიასთან ბრძოლის მშვიდობიან და კანონიერ გზებზე, რაც იყო და იქნება „ძლიერი საქართველო- ლელოს“ ამოსავალი პრინციპი“, - აღნიშნულია განცხადებაში.
სასამართლოს კანცელარიის დაწვისა და დაზიანების ფაქტზე დაკავებული ალეკო ელისაშვილი დიღმის იზოლატორშია გადაყვანილი.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია კოალიცია „ძლიერი საქართველო - ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, ალექსანდრე ელისაშვილი, რომელმაც დღეს დილით, გამთენიისას, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა.





