გურამ მაჭარაშვილი ელისაშვილზე: აი, ამ ადამიანებს უნდათ ხელისუფლებაში მოსვლა - მაინტერესებს, ვინც ამათ მხარს უჭერს, როგორ გაამართლებენ ამ პროცესებს და როგორ იტყვიან, რომ ესეც არის გამოხატვის თავისუფლების ფორმატში ჩადენილი დანაშაული
პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი
ფოტო: ხალხის ძალა
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი ალეკო ელისაშვილის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვის მცდელობის ფაქტს გამოეხმაურა.
„ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, აი, როგორი ვითომპოლიტიკოსები ჰყავს გლობალური ომის პარტიას საქართველოში. ეს არის სახე - აი, ამ ადამიანებს უნდათ საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლა. ეს ხალხია, პოლიტიკოსობაზე რომ პრეტენზია აქვს. მათი პასუხები მაინტერესებს, ვინც ამათ მხარს უჭერს, როგორ გაამართლებენ ამ პროცესებს და როგორ იტყვიან, რომ ესეც არის თურმე გამოხატვის თავისუფლების ფორმატში ჩადენილი დანაშაული“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
სასამართლოს კანცელარიის დაწვისა და დაზიანების ფაქტზე დაკავებული ალეკო ელისაშვილი დიღმის იზოლატორშია მოთავსებული.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია კოალიცია „ძლიერი საქართველო - ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, ალექსანდრე ელისაშვილი, რომელმაც დღეს დილით, გამთენიისას, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა.





