თენგიზ შარმანაშვილი: როდესაც რაიმე ორგანიზაცია, ან ფონდი კეთილშობილურ საქმეს აკეთებს, ის ამის რეკლამირებას ცდილობს, მაგრამ როდესაც დამალვას იწყებს, აქ უკვე კითხვაც აღარ რჩება
პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
როდესაც რაიმე ორგანიზაცია, ან ფონდი კეთილშობილურ საქმეს აკეთებს, პირიქით ის ცდილობს ამას რეკლამირება გაუკეთოს, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილმა. ამ კომენტარით დეპუტატი გამოეხმაურა „იმედის კვირის“ ექსკლუზივს, რომლის მიხედვითაც, ბოლო ათ თვეში ევროპული და ბრიტანული ფონდებიდან ონლაინ მედია პლატფორმებზე დეზინფორმაციის გავრცელების მიზნით, თითქმის 18 მილიონამდე ლარი ჩაირიცხა.
„ნებისმიერი სქემა, რომელიც ქართულ კანონმდებლობას არ პასუხობს, ის არის კანონის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი. თვითონ ევროკომისარმა კოსმა თქვა, რომ გზებს ეძებს ამის გასაკეთებლად, ქართული კანონმდებლობის გვერდის ავლით და რა თქმა უნდა ეს მილიონები კეთილშობილურ საქმეებს ვერ მოხმარდება, იმიტომ რომ როდესაც რაიმე ორგანიზაცია ან ფონდი კეთილშობილურ საქმეს აკეთებს, პირიქით ის ცდილობს ამას რეკლამირება გაუკეთოს, მაგრამ როდესაც ამის დამალვას იწყებს, უკვე კითხვაც აღარ რჩება. ნათელია, რომ ამას იყენებს დესტაბილიზაციისთვის, სხვა არაკანონიერი ქმედებისთვის. როგორ შეიძლება ეს დაიჯეროს ვინმემ, რომ 18 მილიონი შეაგროვა ხალხმა და გადასცა მათთვის სრულიად არაცნობილ ორგანიზაციებს“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.
„იმედის კვირამ“ მოიპოვა დოკუმენტები, გაშიფრული მასშტაბური სქემისა, თუ როგორ მოქმედებენ ონლაინ მედიები ხელოვნური პროტესტის შენარჩუნებისთვის და ამ მიზნის მისაღწევად როგორ ცდილობენ საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებას, საკუთარი ვებ-გვერდების, სოციალური ქსელების თუ სხვა მედიასაშუალებების გამოყენებით.
უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის სასურველი ფარული გავლენის კამპანიების და სხვა ფსიქოლოგიურ-საინფორმაციო ღონისძიებისთვის, „ჯიპას უნივერსიტეტის’’ ჩართულობით საქართველოში შექმნილია 800-ზე მეტი ადამიანისგან შემდგარი, ონლაინ-მედიებისა და ე.წ გამომძიებელი ჟურნალისტებისგან შემდგარი ქსელი. ისინი სპეცსამსახურების დამუშავებული გეგმის მიხედვით ფუნქციონირებენ.





