გამჭვირვალობა - ევრობიურორკრატიის თავსატეხი. „იმედის კვირის“ რეპორტაჟი
პოლიტიკა

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
ქართული გამჭვირვალობა ევრო ბიუროკრატიისთვის ნამდვილ კოშმარად იქცა. უკვე აღიარეს, რომ ანტიქართული საქმის შემსრულებლებისთვის ფულის გადმორიცხვა გაუჭირდათ. ფინანსები გაორმაგებულიც კი აქვთ, თუმცა ამერიკული „ფარას“ ქართულმა ანალოგმა ყველა გზა ჩაკეტა, მიზნობრიობის გამხელა კი არ სურთ.
გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი ამბობს: „საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას რაც შეეხება, ახლა ეს რთულია, რადგან მთავრობა ძალიან ყურადღებით აკვირდება, ვის მივცემთ ფულს, ფინანსური დახმარება გაორმაგდა და იქნება კიდევ უფრო მეტი. ჩვენ ახლა ვეძებთ გზებს, თუ როგორ გადავცეთ მათ ფული ისე, რომ არ დავაზარალოთ
ისინი.“
შორენა ხვიჩიას სპეცრეპორტაჟი.




