ლევან მახაშვილი ევრობიუროკრატებზე: სხვისკენ თითის გაშვერას და საგარეო ფლანგებზე თავიანთი კუნთების დანახვებას ჯობია, საკუთარ მოსახლეობაზე იზრუნონ უკეთ და საქართველო დაინახონ როგორც პარტნიორი მათსავე პრობლემების მოგვარებაში
პოლიტიკა

ლევან მახაშვილი
ფოტო: ვიდეო/კადრი
სხვისკენ თითის გაშვერას, საგარეო ფლანგებზე თავიანთი კუნთების დანახვებას ჯობია, საკუთარ მოსახლეობაზე იზრუნონ უკეთ და საქართველო დაინახონ არა როგორ დაპირისპირებული მხარე არამედ, როგორც პარტნიორი მათსავე პრობლემების მოგვარებაში, - ასე ეხმაურება პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან კრიტიკას საქართველოს ხელისუფლების მისამართით.
მისი თქმით, კარგი იქნება თუ ევრობიუროკრატები გაითვალისწინებენ თუნდაც საფრანგეთის პრეზიდენტის დავარდნილ რეიტინგს და მიხვდებიან, რომ ჯობია საკუთარ ქვეყნებსა და მოსახლეობაზე იზრუნონ ვიდრე სხვები აკრიტიკონ.
„სწორედ ამიტომ არის, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის რეიტინგი ისტორიულ უფსკრულზეა ჩამოსული, ისტორიულად დაბალ ნიშნულზე. ეს ბევრისთვის უნდა იყოს მაჩვენებელი, რომ რაღაცას საფრანგეთის ხელისუფლება არ აკეთებს სწორად. ამიტომ სხვისკენ თითის გაშვერას და საგარეო ფლანგებზე თავიანთი კუნთების დანახვას ჯობია, საკუთარ მოსახლეობაზე იზრუნონ უკეთ და საქართველო დაინახონ არა როგორც დაპირისპირებული მხარე, არამედ როგორც პარტნიორი მათსავე პრობლემების მოგვარებაში - მათ შორის, თუნდაც, საფრანგეთის ენერგეტიკული უზრუნველყოფის საკითხში“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.




