არჩილ გორდულაძე: მარტა კოსი პირდაპირ ამბობს, რომ აპირებენ დააფინანსონ ე.წ. არასამთავრობო სექტორი, პირები, რომლებიც პირდაპირ გარედან მართულები არიან. ყველა შემთხვევაში, თანხას აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი გავლენა
პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ეს ადამიანი [მარტა კოსი] პირდაპირ ამბობს, რომ აპირებენ დააფინანსონ ე.წ. არასამთავრობო სექტორი, პირები, რომლებიც პირდაპირ გარედან მართულები არიან. ყველა შემთხვევაში, თანხას აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი გავლენა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ მარტა კოსის განცხადებაზე.
მისი თქმით, საზოგადოებამაც კარგად იცის, რომ ევროკავშირიდან დაფინანსებული თანხები ქვეყანაში რევოლუციური სცენარების მოწყობას ხმარდება.
„ეს ადამიანი [მარტა კოსი] პირდაპირ ამბობს, რომ აპირებენ დააფინანსონ ე.წ. არასამთავრობო სექტორი, პირები, რომლებიც პირდაპირ გარედან მართულები არიან. ყველა შემთხვევაში, თანხას აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი გავლენა და დავალება. ერთ-ერთი მთავარი ევროპული ღირებულების, რაც არის გამჭვირვალობა, საწინააღმდეგოდ ამბობს ქალბატონი, რომ არ ვეტყვით ქართველ ხალხს ვის ვუხდით თანხებს, ეს თანხები რაში იხარჯებაო. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია და საზოგადოებამაც კარგად იცის, რომ ევროკავშირიდან დაფინანსებული თანხები ჩვენს ქვეყანაში რევოლუციური სცენარების მოწყობას ხმარდება. ეს კატეგორიულად მიუღებელია“, - აღნიშნა გორდულაძემ.
გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებით, საქართველოს მთავრობა დიდი ყურადღებით აკვირდება, თუ ვის აძლევს ევროკავშირი ფულს.
მისი თქმით, დღეს ევროკავშირი ეძებს გზებს, თუ როგორ გადაურიცხოს ფული სამოქალაქო საზოგადოებას ისე, რომ ის არ დააზიანოს.





