გიორგი კახიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებზე: ახალი ინიციატივა არის შემოთავაზებული, რასაც ექნება პრევენციის ფუნქცია იმისთვის, რომ ნაკლებად ჰქონდეს ადგილი კონკრეტულ სამართალდარღვევებს
პოლიტიკა

გიორგი კახიანი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ახალი ინიციატივა არის შემოთავაზებული, რასაც ექნება პრევენციის ფუნქცია იმისათვის, რომ ნაკლებად ჰქონდეს ადგილი კონკრეტულ სამართალდარღვევებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა, რითაც გამოეხმაურა ადმინისტრაციულ სამართალდაღრვევათა კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს.
მისი თქმით, ამ მიმართულებით ყოველთვის მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე პარლამენტი და გარკვეული ცვლილებები კანონმდებლობაში ადრეც განხორციელდა.
„თუმცა, მას შემდგომ ხდება მონიტორინგი იმისა, თუ რა დარღვევებს აქვს ადგილი, სად არის პრობლემა და აქედან გამომდინარე, ახალი ინიციატივა არის შემოთავაზებული, რასაც ექნება პრევენციის ფუნქცია იმისათვის, რომ ნაკლებად ჰქონდეს ადგილი კონკრეტულ სამართალდარღვევებს და ამავდროულად ეს გულისხმობს იმასაც, რომ საგზაო მოძრაობა კიდევ უფრო უსაფრთხო გახდეს“, - აღნიშნა კახიანმა.
ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის მიზნით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის.




