თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატი: ჩვენმა პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მიხეილ ყაველაშვილს, მიმდინარე სამუშაოებში საქართველოსთან კოორდინირებული თანამშრომლობისთვის
პოლიტიკა

ფოტო: ვიდეოკადრი
ჩვენს პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს შორის, სატელეფონო საუბარი გაიმართა, - წერია განცხადებაში, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მათივე ცნობით, პრეზიდენტებმა სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ დაწყებულ გამოძიებაზე, ასევე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს.
„მხარეებმა განიხილეს საქართველოში, ჩვენი სამხედრო - სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ დაწყებული გამოძიება და ბოლო დროს განვითარებული მოვლენები.
ჩვენმა პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყაველაშვილს, მიმდინარე სამუშაოებში საქართველოსთან კოორდინირებული თანამშრომლობისთვის.
საქართველოს პრეზიდენტმა ჩვენს პრეზიდენტს, დაღუპული ჯარისკაცების გამო, სამძიმარი გამოუცხადა“, - წერია ინფორმაციაში.
Cumhurbaşkanımız Sayın Recep Tayyip Erdoğan, Gürcistan Cumhurbaşkanı Mikheil Kavelashvili ile bir telefon görüşmesi gerçekleştirdi.
— T.C. İletişim Başkanlığı (@iletisim) November 12, 2025
Görüşmede Gürcistan’da düşen askeri kargo uçağımız ile ilgili başlatılan kaza kırım çalışmaları ve son gelişmeler ele alındı.
Cumhurbaşkanımız…





