ლევან მახაშვილი: მაქსიმალურად ვერიდებით ხოლმე უკრაინის კრიტიკას, თუმცა, როდესაც თვალებში ნაცარს გვაყრიან, რომ ქვეყანა ასეთ მდგომარეობაშია და თურმე, ევროინტეგრაციის გზაზე საუკეთესო პროგრესი აქვს, ეს მიუღებელია
პოლიტიკა

ლევან მახაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ევროკომისიის გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, შეფასება, რომ უკრაინას საუკეთესო პროგრესი აქვს ევროინტეგრაციის მიმართულებით, უსამართლოა.
„ჩვენ მაქსიმალურად ვერიდებით ხოლმე უკრაინის კრიტიკას, მით უმეტეს, ქვეყნის, რომელიც ომშია. თუმცა, როცა ვხედავთ ევროკომისიის ასეთ უსამართლო დამოკიდებულებას, როდესაც თვალებში ნაცარს გვაყრიან, რომ ქვეყანა ასეთ მდგომარეობაშია და თურმე ევროინტეგრაციის გზაზე საუკეთესო პროგრესი აქვს, რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის მიუღებელია. ნამდვილად დასანანია, უკრაინელი ხალხი ბევრად მეტს იმსახურებს, ვიდრე ამ ტიპის ხელისუფლებას თუ დამოკიდებულებებს“, - განაცხადა მახაშვილმა.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე უკრაინა და მოლდოვა საქართველოზე გაცილებით წინ არიან.





