ბოჭორიშვილი: დიდი ხანია ვაკვირდებით, როგორ ხდება ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხების ინსტრუმენტად გამოყენება საქართველოსთან მიმართებაში. ასე იყო კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში და ასეა ვიზალიბერალიზაციის შემთხვევაშიც
პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი
ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო
დიდი ხანია, ვაკვირდებით, თუ როგორ ხდება ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხების ინსტრუმენტად გამოყენება საქართველოსთან მიმართებაში. ასე იყო კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში და ასე არის ვიზალიბერალიზაციის შემთხვევაშიც, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
„ამას კარგად ხედავს და კარგად აფასებს ქართველი ხალხი, სწორედ ამიტომაც ვიღებთ იმ შედეგებს, რა შედეგებსაც ვიღებთ არჩევნებზე. ცდილობენ [ქართული ოპოზიცია და ევრობიუროკრატია] ყველაფრის ფასად დააზიანონ ჩვენი ქვეყნის ინტერესები, ყველაფრის ფასად იბრძოლონ საქართველოს სახელმწიფოს, ქართველი ხალხის წინააღმდეგ და თუკი ეს საერთაშორისო ასპარეზზე შესაძლებელია, ისინი ამისთვის ყველაფერს აკეთებენ“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიცია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ბრიუსელში დაჟინებით ითხოვს - რადიკალური ოპოზიცია ნოემბრის ბოლოსთვის უცხოელ მოკავშირეებს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას სთხოვს და ბრიუსელში მაღალჩინოსნებს არწმუნებს, რომ მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებზე ზეწოლა შედეგს არ მოიტანს.





