11 ნოემბერი 2025, 14:50
ირაკლი ხმალაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა
პოლიტიკა

ირაკლი ხმალაძე
ფოტო: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
გაზიარება
იუსტიციის სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. მინისტრის მოადგილის თანამდებობას ირაკლი ხმალაძე აღარ იკავებს.
შესაბამისი ბრძანება ირაკლი კობახიძემ 10 ნოემბერს გამოსცა.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს ირაკლი ხმალაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან 2025 წლის 10 ნოემბრიდან“, - აღნიშნულია დოკუმენტში.





