10 ნოემბერი 2025, 14:21
საქართველოში მყოფი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები არ პასუხობენ „ქრონიკის“ კითხვას, გმობენ თუ არა 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს და ხელისუფლების დამხობის მცდელობას
პოლიტიკა

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
გაზიარება
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები საქართველოში იმყოფებიან. ისინი არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს შეხვდნენ.
„ქრონიკის“ კითხვას, გმობენ თუ არა 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს და ხელისუფლების დამხობის მცდელობას, არ პასუხობენ.
დღესვე, მონიტორინგის კომიტეტის წევრები შეხვდებიან ოპოზიციის წარმომადგენლებს.
ამასთან, მონიტორინგის ჯგუფი ხვალ დილიდან შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ასევე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან.





