რუსთაველის გამზირზე, გუშინ, რამდენიმე ათეული მომიტინგე კვლავ შეიკრიბა
პოლიტიკა

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე რამდენიმე ათეული მომიტინგე გუშინ კვლავ შეიკრიბა. აქციის მონაწილეებმა თავისუფლების მოედნისა და მიმდებარე ქუჩების გავლით, საპროტესტო მსვლელობა გამართეს. მსვლელობის დროს, მომიტინგეები გზის სავალი ნაწილის დაკავებას ითხოვდნენ. სამართალდამცველებმა კი განუმარტეს, რომ არასაკმარისი რაოდენობის გამო, მათ ამის უფლება არ ჰქონდათ, რამაც ადგილზე სიტყვიერი დაპირისპირება რამდენჯერმე გამოიწვია.
კოტე აფხაზის ქუჩაზე აქციის მონაწილეები გზის სავალ ნაწილზე გადაადგილდებოდნენ და ავტომანქანების თავისუფლად გადაადგილება რამდენიმე წუთის განმავლობაში შეაფერხეს. საპროტესტო მსვლელობის შემდეგ აქციის მონაწილეები კვლავ საკანონმდებლო ორგანოსთან დაბრუნდნენ.





