ნანა კაკაბაძე: ჩვენი ხედვაა ქვეყნის ნეიტრალიტეტი, რაც გულისხმობს კეთილმეზობლურ ურთიერთობებს ყველა ქვეყანასთან. ჩვენ მხოლოდ პაუზას ვიღებთ. ვეუბნებით, რომ გვინდა დემოკრატიული ევროპა, მაგრამ უარს ვამბობთ ფაშისტურ ევროპაზე
პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე
ფოტო: ვიდეოკადრი
ჩვენი ხედვა არის ქვეყნის ნეიტრალიტეტი, რაც გულისხმობს კეთილმეზობლურ ურთიერთობებს ყველა ქვეყანასთან. ჩვენ მხოლოდ პაუზას ვიღებთ. ვეუბნებით, რომ გვინდა დემოკრატიული ევროპა, მაგრამ უარს ვამბობთ ფაშისტურ ევროპაზე, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნანა კაკაბაძემ.
მისი თქმით, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოზიცია არის არა სამუდამოდ უარის თქმა ევროპაზე, არამედ დროებით პაუზის აღება, იქამდე, სანამ ევროპა არ დაუბრუნდება თავის ფუნდამენტურ ღირებულებებს.
„ჩვენი ხედვა არის ქვეყნის ნეიტრალიტეტი. რას გულისხმობს ქვეყნის ნეიტრალიტეტი?! - ქვეყნის ნეიტრალიტეტი არ გულისხმობს დაპირისპირებას რომელიმე ქვეყანასთან. პირიქით, ქვეყნის ნეიტრალიტეტი გულისხმობს კეთილმეზობლურ ურთიერთობებს ყველა ქვეყანასთან. უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, სამეზობლოში და ასევე, დანარჩენ მსოფლიოში, ისეთ ქვეყნებთან, რომლებიც მსოფლიო პოლიტიკას განაგებენ. ეს არის ნეიტრალიტეტი. მაგრამ დღეს ჩვენი უარყოფა ევროკავშირის გამომდინარეობს არა იმით, რომ ჩვენ ევროპულ ქვეყნებზე ვიძახით უარს, არამედ იმაზე, რომ ევროკავშირმა უღალატა იმ პრინციპებს, რისთვისაც შეიქმნა. ევროკავშირმა უღალატა იმ ღირებულებებს, რის გამოც ჩვენ, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში მივისწრაფოდით ევროპისაკენ. ის დემოკრატიულ და ადამიანის უფლებებსა და ღირებულებებზე დაფუძნების მაგივრად დაეფუძნა ფაშისტურ იდეოლოგიას.
ჩვენ მხოლოდ პაუზას ვიღებთ. მანამ, სანამ ევროპა არ დაუბრუნდება იმ ღირებულებებს, რომელიც თითოეული ქართველი მოქალაქისთვის და არა მარტო ქართველის, არამედ ევროპელებისთვისაც არის უმნიშვნელოვანესი, მანამდე ჩვენ არ უნდა ვისწრაფოდეთ ფაშიზმისკენ. ეს არის ჩვენი მოწოდება ხელისუფლებისადმი. ჩვენ ვეუბნებით, რომ გვინდა დემოკრატიული ევროპა, მაგრამ უარს ვამბობთ ფაშისტურ ევროპაზე, ბოლშევიკურ ევროპაზე“, - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.




