არჩილ გორდულაძე: ელისაშვილი ზოგადად რომ აცდენილია აბსოლუტურ რეალობას, ეს არახალია საზოგადოებისთვის. მისი განცხადებებიც, მისი ხელის ჩამორთმევები თუ გადახვევა იმ პირებთან, რომლებსაც მანამდე ლანძღავდა, ეს არ არის უცხო
პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ელისაშვილი ზოგადად რომ აცდენილია აბსოლუტურ რეალობას, ეს არახალია საზოგადოებისთვის, - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.
არჩილ გორდულაძის თქმით, მისი განცხადებებიც, მისი ხელის ჩამორთმევები თუ გადახვევა იმ პირებთან, რომლებსაც მანამდე ლანძღავდა, უცხო არ არის.
„საზოგადოებამ კარგად იცის როგორ ლანძღავდა, მაგალითად ხაზარაძეს და რას უწოდებდა. შემდეგ მის ერთ ჩვეულებრივ ყურმოჭრილ მონად გადაქცეული პირი აღმოჩნდა.
მისი განცხადებებიც მცდელობაა, როგორმე გაიმიჯნოს ძველი „ნაცები“ და ახალი „ნაცები“ „ლელოელი“ და „გახარიელი“ ნაცებისგან, როგორმე გადარჩნენ და როგორმე დარჩნენ აგენტების სახით ქართულ პოლიტიკაში. ეს ის კლასტერია, რომლებიც ფინანსდებიან, დავალებებს იღებენ გარედან და იბრძვიან, მათ შორის, რომ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური წყობილება ჩამოშალონ“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილი ოპოზიციის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტს რუსულ სპეცოპერაციად აფასებს.





