გიორგი გაბუნია ევროკავშირის ლგბტქ+ ახალ სტრატეგიაზე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენს საზოგადოებას არ მივაკაროთ ის უდიდესი მავნებლობა, რომლებსაც დღეს ევროპულ ქვეყნებში ვხედავთ
პოლიტიკა

გიორგი გაბუნია
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადება მედიასთან გიორგი გაბუნიამ შეაფასა. როგორც კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა აღნიშნა, სწორად ფასდება ის საფრთხე, რაც დღეს ევროპის საზოგადოებასა და ქვეყნებს აწუხებს.
„მთელი რიგი საკანონმდებლო აქტები, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო, მიზნად ისახავს, რომ ასეთი მავნებლური იდეისგან მოხდეს საქართველოსა და ქართული საზოგადოების დაცვა. სწორად ვაფასებთ იმ უდიდეს საფრთხეს, რაც დღეს ევროპის საზოგადოებასა და ქვეყნებს აწუხებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენს საზოგადოებას არ მივაკაროთ ის უდიდესი მავნებლობა, რომლებსაც დღეს ევროპულ ქვეყნებში ვხედავთ“, - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ევროკავშირის ახალ ლგბტქ+ სტრატეგიას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის მკაფიო წითელი ხაზი საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში.
ევროკავშირის 2026-2030 წლების ლგბტქ+ ახალი სტრატეგია ბავშვებს სქესის შეცვლის სამართლებრივ პროცედურებს უმარტივებს.
ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაენის სტრატეგიით, არასრულწლოვანი, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს, თავად აირჩევს გოგოა თუ ბიჭი.





