იცი რა სიამოვნებით მივცემდი ბავშვებს იარაღს? სისხლი იქნება და ჩათვალე პროცესს ვეღარაფერი გააჩერებს - „იმედის“ ელფოსტაზე აუდიოფაილი მოვიდა, რომელიც თითქოსდა პაატა ბურჭულაძისა და ბაჩო ახალაიას საუბარს ასახავს
პოლიტიკა

დაახლოებით ორი საათის წინ „იმედის“ ელფოსტაზე გარკვეული სახის შეტყობინება მოვიდა. კერძოდ, აუდიოჩანაწერი. მისი ავთენტიკურობა დადგენილი არ არის.
აუდიოჩანაწერი ასახავს თითქოსდა პაატა ბურჭულაძისა და ბაჩო ახალაიას საუბარს.
მას შემდეგ, რაც აღნიშნული აუდიოფაილი მეორედაც გამოიგზავნა და დავრწმუნდით, რომ ის თითქმის ყველა მედიასაშუალებას დაეგზავნა, ტელეკომპანიამ მისი გამოქვეყნება გადაწყვიტა.
„ექვსი საათი, ექვსი რომ გახდება დავიწყოთ, მიდი, გაწევა, გამოწევა, რაც შეგვიძლია ოღონდ აი ძაან ფრთხილად იმიტომ, რომ ეგრევე არ უნდა აიყვანონ. ხვდები შენც. შეტაკება, თავპირის მტვრევა, რაც შეიძლება მეტი კერა, რომ დიდი ტერიტორია ავიღოთ და დაგნარი მაქსიმალურად. მერე უკვე ვინ მოკვდება, ჩვენიანი, პოლიციელი ყ** მკიდია რა“, - ამბობს თითქოსდა ბაჩო ახალაია.
„მე სახლიდან ვერ გამოვალ. ეგრევე სუსი მაზის, ხო არ ღადაობ, ეგრევე დამიჭერენ, შემაგდებენ, თორე იცი რა სიამოვნებით მივცემდი ბავშვებს იარაღს? ამათ დედას რომ შე** მე. მოსკოვიდან სვიაზზეა ძმების პატრონი ვინცაა და მაყუთის თემასაც გამოაგზავნიან, მაგაზე არ იფიქროთ. იქით ტარიელა და სასტავი მოიხოდება. სისხლი იქნება და ჩათვალე მაგ პროცესს ვეღარაფერი ვერ გააჩერებს. აი, უმართავი. შენი ჩემი ვსო გაგნება აღარ იქნება. აი მასა ჯგრო ხო იცი რომ ეცემა და ატრიალებს, შენ რომ გინდოდეს იქ შიგნიდან გააჩერო, შენც ვეღარ გააჩერებ“, - ისმის ჩანაწერში სავარაუდოდ ბაჩო ახალაიას ხმა.
ჩანაწერის ავთენტიკურობა დადასტურებული არ არის.




