ხელოვნური პროტესტის ორგანიზების სქემა - გარე ძალების ემისრები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
პოლიტიკა

ფოტო: ვიდეო/კადრი
ხელოვნური პროტესტის ორგანიზების სქემა - თემაზე „იმედის კვირის“ ეთერში პირველი სერიის გასვლის შემდეგ რადიკალები, მათი პატრონები, სტუდენტური მოძრაობები და პარტიული „ენჯეოები“ იმდენად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რომ „იმედის კვირამ“ ამჯერადაც მხოლოდ საბა ჯაჯანიძის კონკრეტულ ეპიზოდზე შეაჩერა ყურადღება.
ჯაჯანიძე არ არის ერთადერთი, ვინც საეჭვო ტრანზაქციების სქემაში ფიგურირებს, რაც დოკუმენტებით დასტურდება - მათზე მომავალ გადაცემებში, დღეს კი მაყურებელი რეპორტაჟში ნახავს, როგორ დააკარგვინა ,,იმედის კვირამ“ მოსვენება უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ კარგად გაწვრთნილ, ე.წ. გულწრფელ ახალგაზრდებს სიმართლემ, რომელიც გადაცემის მეშვეობით ასი-ათასობით ადამიანმა გაიგო.
ფაქტია, გარე ძალები ანტისახელმწიფოებრივი პროცესების სისრულეში მოსაყვანად მთავარ როლს არა რადიკალურ ოპოზიციას, არამედ სტუდენტურ მოძრაობებს აკისრებენ - უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დატრენინგებულ ახალგაზრდებს, ლექტორ-მასწავლებლებს და იმ უნივერსიტეტებს, სადაც წლებია, ქვეყნის წინააღმდეგ მილიონებს ხარჯავენ.
,,იმედის კვირა“ აგრძელებს იმ ფაილების შესწავლას, რომელსაც რადიკალები საგულდაგულოდ მალავდნენ - ანტისახელმწიფოებრვი პოლიტიკის ყველა ეპიზოდი ცნობილია.
ნახეთ სანდრო გამსახურდიას სპეციალური რეპორტაჟი გარე ძალების ემისრებზე, მდიდარი „ეჯეოების“ კლანსა და სტუდენტურ მოძრაობებზე.




