გიორგი ვოლსკი: თუკი „ქართულ ოცნებაში“ ყოფილი წევრი არსებობს ისეთი, რომელმაც გადაწყვიტა ნაბიჯი გადადგას და შეუერთდეს „ნაცმოძრაობას“, სისხლიანს, ე.ი. ძალიან დიდი უბედურება აქვს ჩადენილი თავისი ქვეყნის, თავისი ხალხის წინაშე
პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
პაატა ბურჭულაძე უკვე მესამე ადამიანია, რომელიც ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილ მაღალჩინოსნებს კავშირი აქვთ ოპოზიციასთან. ბურჭულაძე ასახელებს კონკრეტულ სახელებს და გვარებს და ამბობს, რომ ეს ადამიანები ძველ ქმედებებს ინანიებენ. მანამდე ასეთივე განცხადება გააკეთეს სოფო ჯაფარიძემ და ლევან ხაბეიშვილმა.
საკითხს „ქრონიკასთან“ საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა.
„თუკი „ქართულ ოცნებაში“ ყოფილი წევრი არსებობს ისეთი ვინმე, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ნაბიჯი გადადგას და შეუერთდეს „ნაცმოძრაობას“, სისხლიანს, ვერასდროს მოიცილებენ ამ ლაქას, ე.ი. ძალიან დიდი უბედურება აქვს ჩადენილი თავისი ქვეყნის, თავისი ხალხის წინაშე“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.




