ანი გუმბერიძე
სურსათის სააგენტო სალმონელას ჩხირების შესაძლო აღმოჩენაზე განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა

საქართველოში ბავშვთა საკვებში სალმონელას ჩხირების შესაძლო აღმოჩენასთან დაკავშირებით საქართველოს სურსათი ეროვნული სააგენტო განცხადებას აქვეყნებს.
„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან მიიღო შეტყობინება საფრანგეთში წარმოებულ ბავშვთა კვების პროდუქტებში „სალმონელას“ შესაძლო არსებობის შესახებ. სურსათის ეროვნული სააგენტო მოკვლევას ატარებს. მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები და სურსათის ბაზრიდან გამოთხოვის პროცესი“, - ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ცნობით, ფრანგული კომპანია Lactalis-ი ბავშვთა კვების პროდუქციის პარტიებს უკან გაიტანს. ფრანგულმა უმსხვილესმა კომპანიამ საექსპორტოდ განკუთვნილი პროდუქცია ქსელიდან მას შემდეგ ამოიღო, რაც საფრანგეთში ჩვილებში სალმონელას ბაქტერიის გავრცელების 26 შემთხვევა დაფიქსირდა.
საფრანგეთის მთავრობა იმ პროდუქტების სიაც გამოაქვეყნა, რომელთა გაყიდვა და ექსპორტი აიკრძალა, მათ შორის მოხვდა Celia-ს, Milumel-ის და Picot-ის ნაწარმი.





