მიხეილ ჯანელიძე საქართველო შესახებ რექს ტილერსონის განცხადებას გამოეხმაურა
პოლიტიკა

ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის მხრიდან ნატო-სა და ეუთო-ს მინისტერიალებზე საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს გამოეხმაურა.
„ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენ გვაკავშირებს ძალიან მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა. ამ ორი დღის განმალობაში მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ მოისმინა ამერიკის ძალიან მტკიცე პოზიცია საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე. ეს არის აშშ-ის ახალ ადმინისტაციასთან საქართველოს მთავრობის მუშაობის შედეგი. ეს წელი არის განსაკუთრებული საქართველო ამერიკის ურთიერთობაში, რომლის ფარგლებში გადაიდგა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი,“-განაცხადა ჯანელიძემ.
ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრა გამართა ორგანიზაციაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, მათ შორის აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან. რის შემდეგაც რექს ტილერსნმა კიდევ ერთხელ გააკეთა საქართველოს მხარდამწერი განცხადება.
მანამდე, ჯანელიძე და ტილერსონი ბრიუსელში გამართული ნატოს მინისტერიალის ფარგლებში შეხვდნენ ერთმანეთს. შეხვედრის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ნატოში საქართველოს გაწევრიანებას.





