გრანტებით წახალისებული ექსტრემიზმი. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
პოლიტიკა

ფოტო: ვიდეო/კადრი
გამჭვირვალობის კანონი, რომელიც „ფარას“ ზუსტი ანალოგია, ეფექტური იარაღი აღმოჩნდა „დიფ სთეითთან“ ბრძოლაში - გრანტების საფარქვეშ სახელმწიფოს გადატრიალებისთვის, ხელისუფლების დასამხობად, ლგბტ პროპაგანდის და სხვა ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობისთვის ფინანსებს ვეღარ გამოიყენებენ.
მიმღები ვალდებულია, თითოეული თეთრი, რომელიც გრანტის სახით საქართველოში გადმოირიცხება, გაასაჯაროოს.
იმას, რომ „ფარას“ ქართულ ანალოგს სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში „რკინის გუმბათის“ ფუნქცია ეკისრება, დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ გამოქვეყნებული განცხადებაც ადასტურებს. საელჩო ხელისუფლებასთან გაურკვევლობით ხსნის იმ გრანტის გაუქმებას, რომელიც მიზნად ისახავდა „დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას“.
გრანტებით წახალისებული ექსტრემიზმი - ნახეთ სანდრო გამსახურდიას სპეციალურ რეპორტაჟში.





