პაპუნა შუშანია
გალში ინციდენტების პრევენციის საკითხზე შეხვედრა იმართება
პოლიტიკა

შეხვედრა
ფოტო: პაპუნა შუშანია
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში მორიგი შეხვედრა იმართება.
როგორც სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კახაბერ ქემოკლიძემ ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყების წინ განუცხადა, შეხვედრაზე საუბარი შეეხება გიგა ოთხოზორიას მკვლელლის კანჯიოღლის ქართული მხარისთვის გადმოცემის საკითხს, ასევე საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებულების გათავისუფლებასა და ე.წ.ბორდეროზაციის პროცესს, რომელიც ბოლო პერიოდში დაფიქსირდა.
მისივე თქმით, გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლება ამ ფორმატის მოლაპარაკებების შედეგად განხორციელდა და ქართულ მხარეს მისი გათავისუფლების სანაცვლოდ არცერთი პატიმარი აფხაზური მხარისთვის არ გადაუცია.





