23 ნოემბერი 2017, 10:39
ლეილა ჯავახიშვილი
პატრიარქმა მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაადგინა
პოლიტიკა

მიტროპოლიტი შიო მუჯირი
ფოტო: wikipedia
გაზიარება
პატრიარქმა საკუთარ მოსაყდრედ ჩხოროწყუსა და სენაკის მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაასახელა. ბრძანება, რომელიც ილია მეორის თქმით დღეს დაიწერა, მან ქაშუეთის ეკლესიაში სადღესასწაულო წირვის დაწყებამდე წაიკითხა. გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა ამ წუთებში ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მიმდინარეობს.
”სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ დადგენილია ყოვლადუსამღვდელოესობა მიტროპოლიტი სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი”, - წერია ილია მეორის ბრძანებაში.





