გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულს 12 წლით პატიმრობა მიესაჯა
პოლიტიკა

ხურჩაში მოკლულ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულ რაშიდ კანჯიოღლის ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბრალდებულს მოსამართლემ განაჩენი დაუსწრებლად გამოუცხადა. მასზე ოფიციალურ თბილისს ძებნა აქვს გამოცხადებული. ოთხოზორიას ოჯახი უკმაყოფილოა, რადგან როგორც გარდაცვლილის დედა აცხადებს, გამოძიების პროცესში მკვლელობის მოტივი არ გამოკვეთილა. ამასთან, ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, ოთხოზორიას ოჯახი რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.
გიგა ოთხოზორია ხურჩაში 19 მაისს, ე.წ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მოკლეს.მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლი ამჟამად დაკავებული არ არის.





