ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელად დღეს კახაბერ გვენცაძეს წარადგენენ
პოლიტიკა

კახაბერ გვენცაძე
თბილისის ბაგა- ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელად კახაბერ გვანცელაძე დაინიშნება, რომელსაც თბილისის მერი კახა კალაძე დღეს ოფიციალურად წარადგენს.
კახა გვანცელაძემ ამ თანამდებობაზე თემურ თორდინავა შეცვალა, რომელმაც თანამდებობა 13 ნოემბერს დატოვა. კახა გვანცელაძე დავით ნარმანიას მერობის დროს თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურს ხელმძღვანელობდა.
დედაქალაქის მთავრობა ახალი შემადგენლობით დღეს პირველ სხდომას გამართავს. დღესვე კახა კალაძე თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებული 4 უწყების ახალ ხელმღვანელებს წარადგენს. ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელების გარდა, დღეს გახდება ცნობილი ვინ ჩაიბარებს არქიტექტურის სამსახურს, ქონების მართვის სააგენტოს და თბილისის სატრანსპორტო კომპანიას.
თბილისის მერიაში სხდომა 11 საათზე დაიწყება. თბილისის მთავრობა სრული შემადგენლობით 17 ნოემბერს დამტკიცდა.





