ანი გუმბერიძე
უმრავლესობა კანონში ცვლილებებისა და მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებისთვის ემზადება
პოლიტიკა

გია ვოლსკი
ფოტო: ანუკი გუმბერიძე
"ყველა საკითხზე ხვალ დეტალურად იქნება პრემიერისგან საუბარი. კანონპროექტზე, რომელიც პარლამენტმა მთავრობის შესახებ უნდა მიიღოს. პრემიერმა ეს ძირითადი პრინციპები გაგვაცნო და სიღმისეულად ვისაუბრეთ ამ მიმართულებაზე" -მის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ „ქართული ოცნების” ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ხვალ, საქართველოს პრემიერი საპარლამენტო უმრავლესობასთან შეთანხმებულ პოზიციას წარადგენს.
"ეს არ არის ტექნიკური ცვლილება, ეს არის შინაარსობრივი ცვლილება, რომელიც მნიშვნელოვანია. მითუმეტეს, არც ერთ დარგს არაფერი აკლდება, ხვალ პრემიერი ჩვენთან შეთანხმებულ პოზიციას დეტალურად წარმოაჩენს. ჩვენ კიდევ კანონი გვაქვს მისაღები და ნდობის საკითხი განსახილველი"-განაცხადა გია ვოლსკიმ.
სხდომის შემდეგ განცხადება გააკეთა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემაც. გიორგი კახიანის პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებისთვის მოემზადება.
”პრემიერთან იყო საუბარი იმ ცვლილებებზე, რომელიც განხორციელდება. საუბარია როგორც საკადრო, ასევე სტრუქტურულ ცვლილებებზე. მას შემდეგ, რაც პრემიერი განცხადებას გააკეთებს ხვალ, ამის შემდეგ საკანონმდებლო ცვლილებები იქნება აუცილებელი და პარლამენტი ჯერ შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელებს და განახორციელებს. ამის შემდეგ იქნება ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურების დაწყება შესაძლებელი"- განაცხადა გიორგი კახიანმა.
პრემიერმინისტრი ხვალ, 11:00 საათზე, ამ თემასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგს გამართავს.





