12 ნოემბერი 2017, 18:59
პრემიერის ბრიფინგი ხვალ 11 საათზე გაიმართება
პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი
გაზიარება
საქართველოს პრემიერმინისტრი ხვალ, 11 საათზე საგანგებო ბრიფინგს გამართავს.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილი მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებზე ისაუბრებს.
დღეს ცნობილი გახდა, რომ, დაგეგმილია სამთავრობო ცვლილებები. ეს ინფორმაცია ვიცეპრემიერმა და საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მიხეილ ჯანელიძემაც დაადასტურა.
საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით დილიდან იმართება სამუშაო შეხვედრები მთავრობის კანცელარიასა და ქართული ოცნების ოფისში. ადგილზე პარტიის ლიდერები და პოლიტსაბჭოს წევრები არიან.





