კახა კალაძე მერიაში აუდიტის სამსახურის მიწვევას გეგმავს
პოლიტიკა
კახა კალაძე
უფლებამოსილების გადაბარების შემდეგ, კახა კალაძე მერიაში სავარაუდოდ, მალევე მიიწვევს აუდიტის სამსახურს. ამ ნაბიჯს იმით ხსნის, რომ ის ძალიან მნიშვნელოვან უწყებას იბარებს და წინასწარ უნდა იცოდეს, რა ვითარება ხვდება მერიაში,- ამის შესახებ მან “ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
“არ არის გამორიცხული, რომ ჩვენ მოვიწვიოთ აუდიტის სამსახური, რადგან ვიბარებთ ძალიან სერიოზულ და ძალიან დიდ სტრუქტურას. შესაბამისად, ცუდი არაფერია იმაში, რომ გავიგოთ, სადმე თუ იყო პრობლემები და თუ რამე არის გამოსასწორებელი“, - განმარტავს კალაძე.
ახლადარჩეული მერის თქმით, თუ აუდიტი შემოწმებისას კანონდარღვევას აღმოაჩენს, დაუსჯელი არავინ დარჩება.
კახა კალაძე თბილისის მერის ფუნქციების განხორციელებას 12 ნოემბრიდან შეუდგება.
21 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით, მერმა კახა კალაძემ არჩევნებში ხმათა 51.09% მიიღო.





