PalitraNews
რა არის "ნაციონალური მოძრაობის" დაგეგმილი ყრილობის დღის წესრიგი
პოლიტიკა

"ნაციონალური მოძრაობის" ყრილობის მოახლოებასთან ერთად, რომელიც 20 იანვარს არის დაგეგმილი, პარტიის დაპირისპირებული წევრები სულ უფრო კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ.
Palitranews-ის გადაცემა ”360 გრადუსში” "ნაციონალური მორაობის" წევრმა დავით დარჩიაშვილმა თქვა, რომ ""ნაციონალურ მოძრაობაში” ჰყავს თანამოაზრეები, "რომლებიც თუკი ყრილობის მიერ გამოცხადდებიან ლამის მტრებად, მაშინ ამ პარტიაში არც მათთვის და არც ჩემთვის ადგილი არ არის"
შეკითხვაზე, ხედავს თუ არა გიგა ბოკერიას ფლანგის მომავალს პარტიაში "ევროპული საქართველო", დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ ამას ვერც დაადასტურებს, ვერც უარყოფს და ვერც გამორიცხავს. "ეს სავსებით შესაძლებელია, მაგრამ რაც ამ ეტაპზე განიხილება არის 20 იანვრის ყრილობის მოდალობები, მისი შინაარსი და დღის წესრიგი - შევთანხმდებით იმაზე, რომ იქ ვიღაც ცხელთავიანებმა არ დაიწყონ წივილ-კივილი თუ არ შევთანხმდებით”, - აღნიშნა დარჩიაშვილმა.





