მარიამ პაკაცოშვილი
ხვალ ნარკოპოლიტიკის რეფორმის შესახებ კონფერენცია გაიმართება
პოლიტიკა

„ნარკოპოლიტიკის რეფორმა საქართველოში’’- ამ თემაზე ხვალ სასტუმრო ბილტმორ თბილისში კონფერენცია გაიმართება.
კონფერენციის მიზანია ხელისუფლების წარმომადგენლების და სამოქალაქო საზოგადოების წევრების მიერ ქართული ნარკოპოლიტიკის რეფორმის მიმდინარეობის შეფასება.
კონფერენციაზე საერთაშორისო ექსპერტები ამ მიმართულებით სხვა ქვეყნების გამოცდილებას წარმოადგენენ . კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ საქართველოს პარლამენტის წევრები და სხვადასხვა სამინისტროები.
ღონისძიებაში ჩართულები არიან აგრეთვე უცხოელი ექსპერტები და ორგანიზაციების წარმომადგენლები. კონფერენცია ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმისა და საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით ტარდება.





