თბილისის მოქმედი საკრებულოს ბოლო სხდომა დასრულდა
პოლიტიკა

თბილისის მე-5 მოწვევის საკრებულოს ბოლო, 106-ე სხდომა დასრულდა. საკრებულოს წევრებმა 33 საკითხს უყარეს კენჭი. სხდომას 25 დეპუტატი ესწრებოდა.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა დეპუტატებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და მომავალი საკრებულოს შემადგენლობას წარმატება უსურვა.
„ყოველთვის ამაყი ვიყავი, ვარ და ვიქნები, რომ ამ საკრებულოს მე-5 მოწვევის თავმჯდომარე ვიყავი. ვფიქრობ, რომ ჩვენი ურთიერთობა ამით არ დასრულდება”, - აღნიშნა ალიბეგაშვილმა.
თბილისის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა 14 ნოემბერს გაიმართება. სხდომას სავარაუდოდ, გიორგი ტყემალაძე უხელმძღვანელებს. მეექვსე მოწვევის თბილისის საკრებულოში 50 წევრიდან 40 ქართულ ოცნებას, 5 წევრი ნაციონალებს, 3 ევროპულ საქართველოს, 2 კი პატრიოტთა ალიანს ეყოლება.
ახალი მოწვევის საკრებულოს თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის განხილვა მოუწევს, რომელიც საკრებულოში 15 ნოემბერს უნდა შევიდეს.
21 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.





