გურამ მაჭარაშვილი 4 ქვეყნის საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებზე: ეს ხალხი არის იმისი გამსაჯაროვებელი, რასაც ჰქვია უცხოური ძალის მონაწილეობა ქართულ პოლიტიკაში
პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
როდესაც საუბარია, რომ აბა საიდან მოგაქვთ რომ უცხოური ძალ ერევა ქართულ პოლიტიკაში, აი ბატონო, ოფიციალური პირები ჩამოვიდნენ, პირდაპირ შევარდნენ რადიკალურ პროცესებში, სცენაზე შევარდნენ და ხალხს მოუწოდეს რომ არ დაემორჩილონ ქართულ ხელისუფლებას, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
„როცა ოფიციალური პირები ჩამოდიან და ზოგი თავის დროზე მელიასთან მიდიოდა და ამხნევებდა, რომ სახელმწიფოს არ დამორჩილებოდა, ახლა რადიკალურ პროცესებში სცენაზე ავარდნენ და იქიდან აგულიანებდნენ რადიკალებს და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს ხალხი არის იმისი გამსაჯაროვებელი, რასაც ჰქვია უცხოური ძალის მონაწილეობა ქართულ პოლიტიკაში“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
გუშინ, პარლამენტის წინ, აქციის მონაწილეებს, ჩეხეთის, პოლონეთის, გერმანიის, ლიეტუვისა და ფინეთის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებმა სიტყვით მიმართეს.





