სოფიკო ბერიძე
პრემიას შეიძლება ჯილდო ეწოდოს
პოლიტიკა

პრემიას შესაძლოა ჯილდო ეწოდოს. ასეთ ცვლილებას ითვალისწინებს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტთა პაკეტი. საკანონმდებლო ინიციატივა დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილება.
გარდა ამისა, ცვლილება ითვალისწინებს, რომ დანამატი წლიური ხელფასის 10%-ით განისაზღვროს. „კანონპროექტის მიზანია, დაამკვიდროს საჯარო სექტორში დასაქმებული პირების შრომის ანაზღაურების სამართლიანი, გამჭვირვალე და განჭვრეტადი სისტემა. შექმნას დამსახურებაზე დამკვიდრებული საჯარო სამსახურის განხორციელების სისტემა; მოაწესრიგოს შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხები; დაარეგულიროს სახელფასო დანამატის და ფულადი ჯილდოს გაცემის საფუძველი და ზღვრები“, - წერია პარლამენტში წარდგენილ განმარტებით ბარათში.





