დავით სხირტლაძე
გურამ კაშია გულშემატკივართა კრიტიკას გამოეხმაურა
პოლიტიკა

გურამ კაშია
ფოტო: facebook
“ვიტესის“ კაპიტანმა და საქართველოს ნაკრების მცველმა გურამ კაშიამ LGBT პირთა მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობისთვის კრიტიკას ჰოლანდიური მედიით უპასუხა.
Facebook-ის მეშვეობით გულშემატკივართა გარკვეულმა ნაწილმა კაშია ამ აქციაში მონაწილეობისთვის გააკრიტიკა და მისი ნაკრებიდან მოკვეთაც ისურვა.
"ყოველთვის მხარს ვუჭერ ადამიანების თავისუფლებას და წინააღმდეგი ვარ ძალადობის. ძნელი ასახსნელია, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ზოგი ადამიანი ამას ვერ იგებს. ძალიან ცოტანი იყვნენ, ვინც ჩემს Facebook-გვერდზე გამოხატეს უკმაყოფილება და ცხადია, მე ამისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. ისინი ჩემით იმედგაცრუებულები იყვნენ, მაგრამ მე არ მინანია, რაც გავაკეთე. თუნდაც ათასობით ადამიანი ამის წინააღმდეგი იყოს, თუ ჩემი ეროვნული ნაკრები გამომიძახებს, მე აუცილებლად წავალ სათამაშოდ", - განაცხადა კაშიამ.
კაშიამ LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლაურით 16 ოქტომბერს იასპარეზა.





