სალომე ზურაბიშვილი პატრიარქსა და ეკლესიაზე: ძალიან კომპლექსური ვითარებაა, რისი მიზეზიც დღეს პატრიარქის სისუსტეა. დარწმუნებული ვარ, ქართული ეკლესია მოახერხებს პროქართული და პროევროპული პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია/არქივი
ძალიან კომპლექსური ვითარებაა, რისი მიზეზიც დღეს პატრიარქის სისუსტეა, რომელმაც ძალიან მტკიცედ შეინარჩუნა ეკლესიის გეზი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში, საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტი სტუმრობისას, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. რომელმაც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის როლზე ჰკითხა. კერძოდ, ეთანხმება თუ არა პრეზიდენტი იმ მოსაზრებას, რომ ეკლესია ქვეყანაში „რუსეთის რბილ ძალას" წარმოადგენს.
„ვფიქრობ, მართლმადიდებლური ეკლესია, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა მართლმადიდებლურ ქვეყანაში, ძალიან ახლოს არის ძალასთან და მიდრეკილია აჰყვეს თანამედროვე მიდგომას, მე ვიტყოდი, მიდრეკილია ნიუანსების ცვლილებისკენ. ასე რომ, იმედი მაქვს, რომ ეკლესია, ამ შემთხვევაშიც, პროდასავლურ რიტორიკას მიჰყვება და რადგან მე ვარ ოპტიმისტი და დარწმუნებული ვარ საქართველოს გამძლეობაში, ქართული ეკლესია მოახერხებს პროქართული და პროევროპული პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
TWITTER POST





