04 ოქტომბერი 2017, 20:37
არასამთავრობოებმა პოლიტიკოსების განცხადებებში ჰომოფობიის ნიშნები აღმოაჩინეს
პოლიტიკა
გაზიარება
შვიდი არასამთავრობო ორგანიზაცია წინასაარჩევნოდ პარტიებს მიმართავს და ვიდეორგოლს ავრცელებს. პლატფორმის წევრები პოლიტიკოსების მხრიდან შუღლის გაღვივების რისკებზე საუბრობენ. არსამთავრობოები კონკრეტულ მაგალითებსაც ასახელებენ.
მათი კრიტიკის ობიექტები დემოკრატიული მოძრაობა და მმართველი გუნდია. ბრალდებებს ადრესატები არ იზიარებენ.





