19 მაისი 2023, 14:01
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით პირველი ავიარეისი საპროტესტო აქციის პარალელურად შესრულდა
პოლიტიკა

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
გაზიარება
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით პირველი ავიარეისი საპროტესტო აქციის პარალელურად შესრულდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან ელენე ხოშტარიას ორგანიზაციის წევრები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ. ისინი რუსეთიდან ჩამოსულ მგზავრებს საპროტესტო ბანერებით დახვდნენ.
აეროპორტთან შეკრებილები ქართულ მხარეს მოსკოვში მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებენ.





