ნინო არღვლიანი
პრეზიდენტი მმართველ გუნდს და ოპოზიციას კონსულტაციებს სთავაზობს
პოლიტიკა

გირგი მარგველაშვილი
პრეზიდენტია პრესსპიკერის ეკა მიშველაძის თქმით, საქართველოს პარლამენტმა გუშინ მიიღო კონსტიტუცია და ამ დოკუმენტის ხარვეზების შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას არაერთხელ უსაუბრია. "საკონსტიტუციო პროექტზე მუშაობის განმავლობაში პრობლემებზე მიანიშნებდა არამარტო პრეზიდენტი, არამედ მთელი ოპოზიციური სპექტრი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ვენეციის კომისია,"- განაცადა ეკა მიშველაძემ.
პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, ამ დროისათვის, ახლადმიღებულ კონსტიტუციაში ცვლილებებს ითხოვს მმართველი გუნდიც. "ვინაიდან პრეზიდენტის მიზანი ყოველთვის იყო კონსტიტუციის მიღება საერთო თანხმობით, სახელმწიფო ინტერსებიდან გამოდინარე, საქართველოს პრეზიდენტი, მმართველი პარტიის თხოვნის საფუძველზე, მათივე ინიციატივის განსახილვევლად, ,,ქართულ ოცნებას“ და ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩართული იყო საკონსტიტუციო პროცესში, ხვალ 16:00 საათზე სთავაზობს კონსუტლაციებს პრეზიდენტის სასახლეში,"- დასძინა მიშველაძემ.
გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე ვეტოს გამოყენება და მხოლოდ იმ შენიშვნების ასახვა შესთავაზა, რომელიც გაუნაწილებელი მანდატების ბონუსების სისტემის გაუქმებასა და ერთჯერადად ბლოკების შენარჩუნებას ეხება.
უმრავლესობა პრეზიდენტს ვეტოს მხოლოდ ორ ნაწილზე დადებას ურჩევს. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი ვეტოს მხოლოდ იმ ნაწილებზე გამოიყენებს, რომლებიც ბონუსის სისტემის გაუქმებასა და ბლოკების ერთჯერადად შენარჩუნებას შეეხება.
გუშინ საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო. ამით ქვეყანაში კონსტიტუციური რეფორმის ათთვიანი პროცესი დასრულდა.





