15 მაისი 2023, 08:23
პარლამენტი ცესკოს ფორმირების წესში ცვლილებების განხილვას იწყებს
პოლიტიკა

ფოტო: Shutterstock.com
გაზიარება
პარლამენტი ცესკოს ფორმირების წესში ცვლილებების განხილვას იწყებს. მმართველი გუნდის ინიციატივით „საარჩევნო კოდექსსა" და პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტებს, დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. დაგეგმილი ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. კანონპროექტის მიხედვით, იცვლება მათ არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმიც.





