როგორ მიიღო პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია. ვიდეოქრონიკა
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო. ამით ქვეყანაში კონსტიტუციური რეფორმის ათთვიანი პროცესი დასრულდა.
პრეზიდენტის უარის მიუხედავად, რიგგარეშე სხდომა დღეს 14:01 საათზე დაიწყო. სხდომის მიმდინარეობისას პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა. საპარლამენტო უმცირესობიდან "ევროპულმა საქართველომ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.
სხდომა პოლიტიკური განცხადებებისა და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა.
კენჭისყრისთვის რეგისტრაცია 119 დეპუტატმა გაიარა, საიდანაც 117-მა ხმა მისცა ახალ კონსტიტუციას. ამ 117-ში ერთი დეპუტატი "პატრიოტთა ალიანსიდანაა" და ის ნატო ჩხეიძეა. კონსტიტუციის ახალ პროექტს ორმა დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა. როგორც შემდეგ ჩხეიძემ თქვა, მან პროექტს წინააღმდეგ მისცა ხმა, თუმცა ტექნიკური ხარვეზი მოხდა.
დაადებს თუ არა მესამე მოსმენით მიღებულ კონსტიტუციის პროექტს საქართველოს პრეზიდენტი ვეტოს, ჯერჯერობით უცნობია.





