სოფიკო ბერიძე
ნაციონალების არადეპუტატი წევრები და არასაპარლამენტო ოპოზიცია რიგგარეშე სხდომაზე არ შეუშვეს
პოლიტიკა

ფოტო: სოფო ბერიძე
"ნაციონალური მოძრაობის" არადეპუტატ წევრებსა და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტის სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს.
სხდომათა დარბაზთან მისულ ოპოზიციონერებს მანდატურის სამსახურის უფროსმა განუმარტა, რომ დარბაზში სტუმრებისთვის გამოყოფილი ადგილები დაკავებულია, ხოლო აპარატის თანამაშრომლებისა და მედიისთვის გამოყოფილ ადგილებზე მათი დაშვება რეგლამენტის დარღვევა იქნება.
საქართველოს პარლამენტში რიგგარეშე სხდომა, რომელზეც საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით უყრიან კენჭს, უკვე გაიხსნა. სხდომაზე რეგისტრაცია 119-მა დეპუტატმა გაიარა.
პარლამენტმა კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი 23 ივნისს რიგგარეშე სესიაზე მეორე მოსმენით, პირველი მოსმენის მსგავსად 115 ხმით მიიღო.





