პარლამენტში რიგგარეშე სხდომა დაიწყო
პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტში რიგგარეშე სხდომა გაიხსნა. სხდომაზე რეგისტრაცია 119-მა დეპუტატმა გაიარა.
დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტი მესამე მოსმენით უყრის კენჭს საკონსტიტუციო ცვლილებებს. პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს შესთავაზა, რომ დღევანდელი სხდომა შესვენების გარეშე წარიმართოს.
სხდომის პარალელურად პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ,,არა ერთპარტიული კონსტიტუციას" ლოზუნგით ქუთაისში პარლამენტის შენობასთან საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აქციას მართავენ.
პარლამენტმა კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი 23 ივნისს რიგგარეშე სესიაზე მეორე მოსმენით, პირველი მოსმენის მსგავსად 115 ხმით მიიღო.





