IRI: მომდევნო შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 19% „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 14% კი - „ნაციონალურ მოძრაობას“
პოლიტიკა

ფოტო: არქივი
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
კითხვაზე - საპარლამენტო არჩევნები მომდევნო შაბათს რომ ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? პასუხები ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ 19%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მიხეილ სააკაშვილი“ 14%, „საქართველოსთვის-გიორგი გახარია“ 3% , „გირჩი მეტი თავისუფლება - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ 3%, „ლეიბორისტული პარტია- შალვა ნათელაშვილი“, „ლელო“, „გირჩი“, „სტრატეგია აღმაშენებელი - გიორგი ვაშაძე“, „ხალხისთვის - ანა დოლიძე“, „მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილი“ - ამ პარტიებზე კი ორ-ორი პროცენტი გადანაწილდა. კონსერვატიული პარტია „ალტ-ინფო“ 1% , „დროა - ელენე ხოშტარია“ 1%, „ევროპული საქართველო - გიგა ბოკერია“ 1%, „პატრიოტთა ალიანსი-დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი“ 1%, „ხალხის ძალა“ 1%, სხვა 1%, მონაწილეობას არ მიიღებდა 5 %, არ ვიცი 20%, პასუხზე უარი 7 %.
საველე სამუშაოები ჩაატარა IPM-მა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა 1500 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %. მმართველი გუნდი აცხადებს, რომ კვლევა რეალობას არ ასახავს.





