www.imedi.ge
დღეს ილია დარჩიაშვილი ლუქსემბურგში ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან და წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრას დაესწრება
პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი
ფოტო: არქივი
ლუქსემბურგის ევროპის საკონფერენციო ცენტრში, დღეს ევროკავშირის დიპლომატიური კორპუსი იკრიბება. ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს ამ სხდომაზე სპეციალური სტუმარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრია. ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან და წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად, ღონისძიების მომხსენებელი იქნება.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეების მიერ განხილვის მთავარი თემა, ევროკავშირის გაფართოება და საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა იქნება; ამასთან, განხილული იქნება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.





