სასამართლოს შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე კვორუმის არარსებობის გამო, კენჭისყრა ვერ შედგა
პოლიტიკა

სასამართლოს შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე კვორუმის არარსებობის გამო, კენჭისყრა ვერ შედგა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ უმრავლესობა არ აპირებდა ოპონენტებისთვის კომისიის შექმნის შესაძლებლობა მიეცა.
გუშინდელ სესიაზე, კვორუმის არარსებობის გამო, კენჭისყრა ვერ შედგა. ამის მიზეზი მმართველი გუნდის პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. სასამართლო ხელისუფლების სოლიდარობის ნიშნად, ქართულ ოცნებას რეგისტრაცია არ გაუვლია. სხდომაზე რეგისტრაცია გაიარა მხოლოდ 51-მა დეპუტატმა, რაც კვორუმისთვის საკმარისი არ არის.
აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირების შემდეგ, ოპოზიცია პარლამენტში სასამართლო სისტემის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.





