ირაკლი ღარიბაშვილი: სანამ „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში, ჩვენ აქ არ დავუშვებთ მეორე ფრონტს, ეს არის გამორიცხული, ამაზე არავინ უნდა ფიქრობდეს, ილუზია არავის ჰქონდეს
პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
მინდა, ყველას ვუსურვო, ყველა ადამიანს, რომელიც დღეს უკრაინაში იბრძვის, მშვიდად დაბრუნება, მშვიდობიანი დაბრუნება საკუთარ ოჯახებში და ნუ დაიდებენ საშვილიშვილო ვალს, საშვილიშვილო ცოდვას ნუ ჩაიდენენ. ნუ აჰყვებიან ამ ბინძურ პროვოკატორებს და ნუ ჩაერთვებიან ამ პროვოკაციაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხდა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სანამ „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, ხელისუფლება მეორე ფრონტს არ დაუშვებს.
„ვიცი, რომ უკრაინიდან რამდენიმე ათეული ადამიანი ჩამოვიდა. მე მინდა, მათ მივმართო - მათაც ნუ ექნებათ რაღაც ილუზია და განცდა, რომ აქ რაღაც მოხდება. არაფერი მოხდება ჩემო ძმებო. მე მინდა, ყველას ვუსურვო, ყველა ადამიანს, რომელიც დღეს უკრაინაში იბრძვის, მშვიდად დაბრუნება, მშვიდობიანი დაბრუნება საკუთარ ოჯახებში და ნუ დაიდებენ საშვილიშვილო ვალს და საშვილიშვილო ცოდვას ნუ ჩაიდენენ. ნუ აჰყვებიან ამ ბინძურ პროვოკატორებს და ნუ ჩაერთვებიან ამ პროვოკაციაში. მე ვიცი ძალიან ბევრი, ჩვენ ვიცით იმაზე მეტი, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ. მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა - სახელმწიფო დღეს არის მოწოდების სიმაღლეზე. ჩვენ მაგიტომ დავაფიქსირეთ თავიდანვე ჩვენო აზრი, რომ, დღეს სახელმწიფომ გამოიჩინა სიმტკიცეც და გონიერებაც. მეორეს მხრივ, ჩვენ, სანამ „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, აქ არ დავუშვებთ მეორე ფრონტს. ეს არის გამორიცხული. ამაზე არავინ უნდა ფიქრობდეს, ილუზია არავის ჰქონდეს, ნურც ამ ადამიანებს. თუ ამბობ ერთი მხრივ, რომ ხარ მეომარი და სამხედრო კაცი ხარ, კიდევ მინდა გავიმეორო, ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველას და ყველა დააბრუნოს ღმერთმა მშვიდობიანად თავის სახლში. რომ გამოდიხარ პოლიტიკურ აქციებზე რაღაც სიტყვებით, ეს რა უბედურებაა, რა ხდება საერთოდ?! მაშინ უნდა თქვან, რომ ესენი არიან პოლიტიკოსები. ხომ იყვნენ პოლიტიკოსები წასული, იგივე ირაკლი ოქრუაშვილი და ვიღაცები. ე.ი. ისინიც ასეთივე პოლიტიკოსები არიან. ამიტომ გაჩერდნენ და წყნარად და მშვიდად იყვნენ ყველანი და ნუ შეეცდებიან აქ არეულობის შემოტანას“, - განაცხადა პრემიერმა.




