პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „იმედის“ ოპერატორმა ფიზიკური დაზიანება მიიღო
პოლიტიკა

ფოტო: IMEDI
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „იმედის“ ოპერატორმა თავის არეში ფიზიკური დაზიანება მიიღო. დაზიანებულია ტელეკომპანიის ტექნიკაც. ადგილზე ვითარება რთულია. განსაკუთრებულად მძიმე პირობებში მუშაობენ „იმედის“ გადამღები ჯგუფები, რომელთა მიმართაც გამოიხატება აგრესია.
აქციის მონაწილეებმა შენობასთან დამონტაჟებული რკინის კონსტრუქცია დაშალეს და საკანონმდებლო ორგანოს ეზოში მყოფ სამართალდამცველებს სხვადასხვა საგანი ესროლეს. ისმის გინება და შეურაცხმყოფელი სიტყვები.
პარლამენტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული აგენტების შესახებ ამერიკული კანონის პირველი ვარიანტი პირველი მოსმენით მიიღო. პარლამენტთან შეკრებილები „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ აგენტების შესახებ ამერიკული კანონის პირველი ვარიანტის პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებენ.





