ნარმანია: პეკინის და მიცკევიჩის ტერიტორიაზე მიწისქვეშა პარკინგი მოეწყობა
პოლიტიკა

დავით ნარმანია
თბილისის მერი დავით ნარმანია აცხადებს, რომ პეკინისა და მიცკევიჩის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა პარკინგი მოეწყობა.
"ეს ბიზნესწინადადებაა და ჯერ განხილვის სტადიაზეა. ამ ტერიტორიას პარკინგი სჭირდება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
12 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ პეკინის ახლადრეაბიტირებული ქუჩა ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის ორმხრივი იქნება, სხვა ავტომანქანები კი მოძრაობას ცალმხრივად შეძლებენ.
ივნისში კი ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერიასთან, ფილარმონიასთან, ეროვნულ სტადიონთან და კიდევ შვიდ ადგილზე, დედაქალაქში მრავალსართულიანი პარკინგის მოსაწყობად მერია ტენდერს უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს.





