თურქეთის ტერიტორიაზე საბაჟო გამშვებ პუნქტზე პროცედურები შეფერხებულია
პოლიტიკა

სარფის საბაჟო
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, თურქეთის ტერიტორიაზე, საბაჟო გამშვებ პუნქტში პროცედურები შეფერხებით ხორციელდება.
სპეციალურ განცხადებაში, რომელიც უწყებამ გაავრცელა წერია, რომ "სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტი მუშაობს შეზღუდვებისა და შეფერხებების გარეშე, 24/7 რეჟიმით. თუმცა, თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მეზობელი ქვეყნის საბაჟო-გამშვებ პუნქტში მიმდინარე სარეკონსტრუქციო-სამშენებლო სამუშაოების გამო, ორ ქვეყანას შორის მიმოსვლისას, საბაჟო პროცედურები თურქეთის მხარეს, ხორციელდება შეზღუდულ რეჟიმში, შეფერხებებით, რამაც უკანასკნელი საათების განმავლობაში გამოიწვია დიდი რაოდენობით სატრანსპორტო საშუალებისა და მგზავრების რიგის ფორმირება თურქეთის მხარეს."





